საქართველოს საპატრიარქო მრევლს აფრთხილებს
1745677403
ამერიკის სენატმა დაამტკიცა 2023 წლის ბიუჯეტი, რომელიც უკრაინისთვის თითქმის 45 მილიარდი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს. მას მხარი 68 სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 29 იყო.
ბიუჯეტის მიხედვით 772,5 მილიარდ აშშ დოლარი არათავდაცვითი დისკრეციული პროგრამებისთვის იქნება გათვალისწინებული და 858 მილიარდი აშშ დოლარი თავდაცვის დაფინანსებისთვის. კანონმდებლობა მოიცავს 44,9 მილიარდ აშშ დოლარს უკრაინის სამხედრო, ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ დახმარებას.
აღსანიშნავია, რომ სენატში კენჭისყრა მოხდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტიდან ერთი დღის შემდეგ.
საქართველოს საპატრიარქო მრევლს აფრთხილებს
1745677403