მარნეული - სადახლოს გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა
1792517723
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ არქტიკის მიმართ ევროკავშირის სტრატეგიული პოზიცია უნდა შეიცვალოს, რადგან რუსეთი იქ თავისი სამხედრო წარმომადგენლობის აღდგენაზე მუშაობს.
„ევროკავშირმა არქტიკაში თავისი სტრატეგიული პოზიცია უნდა შეცვალოს, რადგან რუსეთი იქ თავის სამხედრო კვალის აღდგენას ცდილობს. აღარ შეიძლება, ჩაითვალოს თავისთავად მიღებულად უსაფრთხოების საფუძვლად რეგიონში არსებული ღირებულებები“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, არქტიკა ევროკავშირის ნაწილია და არა „სხვისი საზღვარი“.
„არქტიკა ერთ-ერთი ადგილია, სადაც გეოპოლიტიკის ტექტონიკური ფილები ერთმანეთს ეჯახება. და ეს არ არის სხვისი საზღვარი, ეს ევროკავშირის ნაწილია“, – განაცხადა ლაიენმა.
„სქაინიუსი“ იტყობინება, რომ ევროკავშირმა გრენლანდიის მიმართ ყურადღება მას შემდეგ გაზარდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2025 წელს განაცხადა, რომ აშშ-მა უსაფრთხოების მიზნით გრენლანდიაზე კონტროლი უნდა დაამყაროს, წინააღმდეგ შემთხევაში მას ჩინეთი დაეპატრონება. გრენლანდია დანიის სამეფოს ავტონომიური ტერიტორიაა.