არაბული მედიის ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, ღაზის სექტორში დილის განმავლობაში 24 ადამიანი დაიღუპა

ისრაელი და „ჰამასი“ ღაზის სექტორში ცეცხლის 40 დღით შეწყვეტაზე ვერ შეთანხმდნენ

ღაზის სექტორში საკვების განაწილების ადგილის დაბომბვის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა.

არაბული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ დეირ ელ-ბალაჰში მოხდა. გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან. დაბომბვის შედეგად დაშავებულთა შორის ასევე არიან ქალები და ბავშვები.

ოთხი პალესტინელი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა ალ-ბურეიჯის ლტოლვილთა ბანაკში მდებარე სახლზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად.

საერთო ჯამში, გამთენიის შემდეგ არაბულ ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა.

ღაზის სექტორის უდიდესი საავადმყოფოების ექიმები აცხადებენ, რომ ისრაელის მხრიდან დაწესებული ალყის შედეგად გამოწვეული საწვავის დეფიციტის გამო, 100-ზე მეტი ნაადრევად დაბადებული ბავშვისა და 350 დიალიზზე მყოფი პაციენტის სიცოცხლე საფრთხეშია.