17 თებერვლამდე უნდა მოასწროთ, ასეთი შანსი ხშირად არ მოდის... - ეზოტერიკოსის რჩევა
1771188104
ანტალიაში, SunExpress-ის თვითმფრინავს, რომელიც ასაფრენად ემზადებოდა შასის დაუზიანდა - თვითფრინავს მარცხენა მხარეს საბურავი მოძვრა. მედიის ცნობით, მგზავრების ევაკუაცია უსაფრთხოდ განხორციელდა.
როგორც თურქული მედია წერს, შასის დაზიანების შემდეგ თვითმფრინავი მარცხნივ გადაიხარა და ფრთით ასაფრენ ბილიკს შეეხო, რის შემდეგაც გაჩერდა.
"SunExpress-ის თვითმფრინავის შასის მექანიზმში ტექნიკური გაუმართაობა მოხდა, რომელიც ანტალია-გაზიანთეპის მარშრუტზე აფრენისთვის ემზადებოდა. მგზავრების ევაკუაცია უსაფრთხოდ მოხდა და თვითმფრინავი ტექნიკურ შემოწმებაზე გაიგზავნა. ანტალია-გაზიანთეპის რეისს სხვა თვითმფრინავი შეასრულებს", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
დაზიანების მიზეზის დასადგენად ტექნიკური გამოძიება დაწყებულია.