დედამიწის ბრუნვა მოულოდნელად აჩქარდა - ცნობილია რა მოხდება მომდევნო კვირებში
1751658914
ჰოლივუდის მსახიობი ანჯელინა ჯოლი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას დატოვებს, იუწყება Reuters. იგი ამ თანამდებობას 2001 წლიდან იკავებდა.
ამავდროულად, ჯოლი აპირებს გააგრძელოს ლტოლვილებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, მაგრამ ახლა ის იმოქმედებს არა გაეროს, არამედ საკუთარი სახელით. გარდა ამისა, მსახიობმა გადაწყვიტა, რომ ჰუმანიტარული პრობლემების უფრო ფართო სპექტრს გაუმკლავდება.
„გაეროს სისტემაში 20 წლის შემდეგ ვგრძნობ, რომ დროა სხვანაირად ვიმუშაო, უშუალოდ ვითანამშრომლო ლტოლვილებთან და ადგილობრივ ორგანიზაციებთან“, - ამბობს 47 წლის მსახიობი.