ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
ჩეჩნეთის პარლამენტმა რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებები ერთხმად დაამტკიცა. განხორციელებული ცვლილებებით, ჩეჩნურ ენაზე რეგიონის ხელმძღვანელის თანამდებობას „მეხკ-და“ დაერქვა. სიტყვასიტყვით „მეჰკან-და“ მიწის მამას ნიშნავს, მაგრამ გამოიყენება „ხალხის მამას“ მნიშვნელობით.
ასევე, ძირითად კანონში შევიდა დებულებები, რომლის მიხედვითაც რესპუბლიკის მეთაური არის კონსტიტუციის დაცვის, ადამიანისა და მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების გარანტი და უფლებამოსილია უზრუნველყოს კანონის უზენაესობა, უსაფრთხოება და ჩეჩნეთის ტერიტორიული მთლიანობა, მასში სამოქალაქო მშვიდობისა და ჰარმონიის შენარჩუნება.
კონსტიტუციური კანონის განხილვასა და მიღებას თვეზე ნაკლები დასჭირდა - ის ჩეჩნეთის პარლამენტის ხელმძღვანელმა მაგომედ დაუდოვმა და 20-მა სხვა დეპუტატმა წარადგინეს.