თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
1775076071
ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის განცხადებით, აშშ-თან კონფრონტაციაც და ურთიერთობაც შესაძლებელია.
მისი თქმით, ირანი აშშ-ის მხრიდან ნებისმიერ აგრესიას გაუძლებს.
„დღეს მსოფლიო გზაჯვარედინზე დგას. კონფრონტაციის გზის გაგრძელება უფრო ძვირი და უშედეგოა, ვიდრე ოდესმე. არჩევანი კონფრონტაციასა და ჩართულობას შორის რეალურიც და შედეგიანიცაა. მისი შედეგი მომავალი თაობების მომავალს განსაზღვრავს. თავისი ათასწლოვანი საამაყო ისტორიის განმავლობაში, ირანმა მრავალ აგრესორს გაუძლო. მათგან ისტორიაში მხოლოდ შელახული სახელები დარჩა, ხოლო ირანი რჩება – გამძლე, ღირსეული და ამაყი,“ – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
ამასთან, მასუდ ფეზეშქიანმა ისრაელი ირანის წინააღმდეგ ომში აშშ-ის ჩათრევაში დაადანაშაულა.
„განა ამერიკა ამ აგრესიაში ისრაელის წარმომადგენლად არ ჩაერთო, ამ რეჟიმის გავლენითა და მანიპულირებით?“ – აღნიშნა ფეზეშქიანმა.
ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ ომში შევიდა, როგორც ისრაელის წარმომადგენელი და აღნიშნა, რომ ის, რასაც ირანი აგრძელებს მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმების დროს, არის „ზომიერი პასუხი, რომელიც ლეგიტიმურ თავდაცვაზეა დაფუძნებული“.
მასუდ ფეზეშქიანმა ასევე განაცხადა, რომ თანამედროვე ისტორიაში ირანს აგრესია არასდროს აურჩევია, „მიუხედავად იმისა, ბევრ მეზობელზე სამხედრო უპირატესობა აქვს“. ასევე, დასვა კითხვა: „ნამდვილად შედის თუ არა „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ აშშ-ის მთავრობის დღევანდელ პრიორიტეტებს შორის?“
„ზუსტად ამერიკელი ხალხის რომელი ინტერესების დაცვას ემსახურება ეს ომი? არსებობდა თუ არა ირანის მხრიდან რაიმე ობიექტური საფრთხე, რომელიც გაამართლებდა ასეთ ქცევას?“ – აღნიშნულია მასუდ ფეზეშქიანმა წერილში, რომელიც მან სოციალურ ქსელ „იქსზე“ ინგლისურ ენაზე გამოაქვეყნა.