შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება - რა მომსახურებაზე ანახევრებს ფასებს იუსტიციის სახლი
1773693742
ამერიკის კონგრესი აპირებს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედება გენოციდად შეაფასოს, რეზოლუციის შინაარსის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Foreign Policy ავრცელებს. შესაბამისი რეზოლუცია ამერიკელი კონგრესმენების ორპარტიულმა ჯგუფმა წარმოადგინა.
რეზოლუციაში საუბარია უკრაინის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის თავდასხმაზე, სამშობიარო სახლებსა და სამედიცინო დაწესებულებებზე მიტანილი იერიშებზე, მოქალაქეთა იძულებით დეპორტაციასა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. რეზოლუციის თანახმად, ეს მოქმედებები შეესაბამება გენოციდის კრიტერიუმებს.
ცნობისთვის, მაისის ბოლოსთვის რუსეთის ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ გენოციდად 6-მა ქვეყანამ აღიარა, მათ შორისაა: ესტონეთი, ლატვია, კანადა, პოლონეთი, ლიეტუვა და ჩეხეთია, ივნისის დასაწყისში კი მათ ირლანდია შეუერთდა.