„ზუსტად ისე იქნება როგორც ვთქვი...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1777320402
ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ნატო-ს ზოგიერთ ქვეყანაზე ევროპაში რუსეთის მხრიდან თავდასხმა შესაძლოა, რამდენიმე თვეში მოხდეს.
„ჩვენ ხვადასხვა სცენარზე ვმუშაობთ, მაგრამ მე ვუბრუნდები მთავარ გზავნილს – შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ვიყოთ გაწონასწორებული და თავშეკავებული. მე ვერ ვხედავ, რუსეთს ჰქონდეს სტიმული, ნატო-ს მე-5 მუხლი პრაქტიკაში გამოსცადოს“, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.
როგორც ალექსანდრ სტუბმა აღნიშნა, რუსეთი გააგრძელებს ნატო-ს ჰიბრიდული მეთოდებით გამოცდას.
„აღმოსავლეთ ფლანგს თუ გადავხედავთ, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან დაწყებული, სკანდინავიით, ნორვეგიით, ფინეთით, ბალტიის ქვეყნებით, პოლონეთით უკრაინამდე – არ ვფიქრობ, იქ რაიმე სახის გამოცდა მოხდეს“, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, მისივე თქმით, ევროპულმა ქვეყნებმა მაგალითი „ფინური მენტალიტეტიდან“ უნდა აიღონ.
„ზედმეტ ყურადღებას ნუ გაამახვილებთ იმაზე, რაც შეიძლება, მოხდეს. მოემზადეთ უარესისთვის, რომ ის აირიდოთ“, – აღნიშნა სტუბმა.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ამერიკელები ეუბნებიან ევროპას, საკუთარ თავდაცვაზე მეტი პასუხისმგებლობა აიღონ.