აბას არაღჩი: ირანმა 12-დღიანი თავსმოხვეული ომი გადაიტანა და შესაბამისად, ირანელი ერი ადვილად არ დაიხევს უკან ურანის გამდიდრებისგან

აბას არაღჩი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი თეირანსა და ვაშინგტონს შორის ბირთვული მოლაპარაკებების განახლების წინაპირობად აშშ-ის სამხედრო მუქარის შეწყვეტას ასახელებს.

„სიბიესთან” ინტერვიუში ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ურანის გამდიდრება მოწინავე, მეცნიერებაზე დაფუძნებული ინდუსტრიაა.

არაღჩის თქმით, ირანმა 12-დღიანი თავსმოხვეული ომი გადაიტანა და შესაბამისად, ირანელი ერი ადვილად არ დაიხევს უკან ურანის გამდიდრებისგან.

„იმისათვის, რომ გადავწყვიტოთ, გავაგრძელოთ თუ არა მოლაპარაკებები, პირველ რიგში, უნდა უზრუნველვყოთ, რომ ვაშინგტონი აღარ გამოიყენებს მოლაპარაკებებს სამხედრო აგრესიისთვის. დიპლომატიის კარები არასდროს დაიხურება. ეს ინდუსტრია თუ დაზიანდება ან განადგურდება, ჩვენ შეგვიძლია, სწრაფად აღვადგინოთ ზიანი და დავძლიოთ წარუმატებლობები, რათა ამ ინდუსტრიაში პროგრესი კვლავ მივაღწიოთ. გამდიდრების ტექნოლოგიებისა და ცოდნის განადგურება დაბომბვით შეუძლებელია. ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი ბირთვული პროგრამა ეროვნული სიამაყისა და ღირსების წყაროდ იქცა. ომის დროს ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი ძალა და ნება, დავიცვათ თავი და ამას გავაგრძელებთ ნებისმიერი აგრესიის შემთხვევაში”, – განაცხადა აბას არაღჩიმ.