პენსია იზრდება - დეტალები ბიუჯეტის პროექტიდან
1790798518
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შესაძლოა 27 აპრილს თურქეთში ჩავიდეს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
მისივე თქმით, 27 აპრილს თურქეთი თავის პირველ ატომურ ელექტროსადგურს გახსნის, ცერემონიას კი შესაძლოა პუტინი დაესწროს, ვინაიდან „აკუიუს“ ელექტროსადგურის მშენებლობაში რუსული კომპანია „როსატომი“ მონაწილეობდა.
„27 აპრილს პუტინი შეიძლება ჩამოვიდეს, ან ინტერნეტის საშუალებით დავუკავშირდებით და ერთად გადავდგამთ პირველ ნაბიჯს „აკუიუს“ ელექტროსადგურზე“ - განაცხადა ერდოღანმა.