1745739169
207 საათის შემდეგ, თურქეთში ნანგრევებიდან 14 წლის მოზარდი ამოიყვანეს

დამანგრეველი მიწისძვრებიდან მე-9 დღეს, მაშველებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი გადაარჩინეს.
ადიამანში 14 წლის ბავშვი ცოცხლად ამოიყვანეს, რომელმაც ნანგრევებში 207 საათი გაატარა.
ტარდება სამაშველო ოპერაცია მამა-შვილის გადასარჩენად. ჰატაიში კი მაშველებმა ნანგრევებიდან სულ მცირე 5 ადამიანი ამოიყვანეს, მათ შორის იყო ქალი, რომელმაც ნანგრევებში 205 საათი გაატარა.
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 41 000-ს გადააჭარბა. დამანგრეველი სტიქია 6 თებერვალს მოხდა.

ნონა გაფრინდაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს
1745695869