რუსეთში 40 წელს გადაცილებულ უშვილო კაცებს გადასახადი უნდა დაუწესონ - რუსი დეკანოზი
1747516723
თეა დარჩია პროექტების სიმწირეს არასდროს უჩივის. მოცეკვავე 6 თებერვალს 51 წლის ხდება. ამჯერად ამზადებს ახალ პროექტს ანსამბლ „გორდელასთან“ ერთად და მას არქმევს „დაგორდა“, რომელიც საკუთარი გვარის პირველი მარცვლისა და "გორდელას" შეერთებით მიიღო.
„ეს არის ნამდვილი ფოლკი, მხოლოდ ქართველი გოგოებისგან“, - ამბობს „პრაიმტაიმთან“ თეა.
სამი წელია, თეას ცეკვის სტუდია „თედასი“ „გორდელასთან“ თანამშრომლობს. ამჯერად ანსამბლის რეპერტუარი ქორეოგრაფმა „დაგორდასთვის“, თვითონ დააკომპლექტა.
თეა დარჩია: - მალე, თებერვალში, კვირაობით, 19 საათზე წარმოგიდგენთ პროექტს - „დაგორდა“. კონცერტზე მოსული სტუმარი ფერაძეების ოცამდე სახეობის, საგვარეულო ღვინოს დააგემოვნებს. ასევე სხვადასხვა სახეობის ყველს გასინჯავს. მოისმენს ფოლკლორს, ნახავს ქართულ ცეკვას „თედასის“ სცენაზე. ყველაფერი ნაღდი, ნატურალური და ქართული. ბოლოს მაყურებელი ამოვა სცენაზე და ყველა ერთად ვიცეკვებთ.