"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
მოცეკვავე ლალი მესხი, რომელიც ქართულ ფილმებშია გადაღებული მსახიობი სულას არ გახლავთ. ის მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიის პედაგოგია და უკვე წლებია ბავშვთა სურათების გალერეაში მუშაობს.
როგორც ის ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, პირველად, რეჟისორმა მიხეილ კობახიძემ ქუჩაში აღმომაჩინა.
პირველი კურსის სტუდენტი იყო, როცა 1965 წელს დავით რონდელმა მიიწვია ფილმში „პიერი-პოლიციის თანამშრომელი“. ასევე, პოპულარობა მოუტანა მთვარმა როლმა მუსიკალურ კომედიაში „შეხვედრა მთაში“, სადაც პარტნიორობა გაუწია ლეილა აბაშიძეს, თენგიზ არჩვაძეს, კოტე დაუშვილს, იპოლიტე ხვიჩიას, ბუბა კიკაბიძეს.
მიიღო გერმანიის კინოსტუდია „დეფას“ მიწვევა ორ სათავგადასავლო ფილმში: „თეთრი მგლები“ და „შევარდენის კვალი“. მონაწილეობდა ფილმებში: „მალე გაზაფხული მოვა“, „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“, „გოგონა და ჯარისკაცი“, „იქ - ჩემთან“, „მიზერერე“.