ერთმანეთს ორი ტრაილერი შეეჯახა - აწყურთან ავარია მსხვერპლით დასრულდა
1761923411
 
                                                                მანანა სარაჯიშვილმა „ნიკოს შოუში“ იმღერა.
ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობმა ცნობილი სიმღერა „მანანა ვარ იცოდე, სხვებში არ შეგეშალო“ ფილმიდან „მანანა“ შეასრულა.
ფილმი 1958 წელს გადაიღეს. რეჟისორები ზაქარია გუდავაძე და შალვა მარტაშვილი იყვნენ.
ფილმი ერთი ჩვეულებრივი ანცი გოგონას ეშმაკობებით სავსე თავგადასავალს მოგვითხრობს, რომელიც თავის ნებაზე ათამაშებს სიყვარულით დაბრმავებულ მოხუც ბებიასა და ბაბუას, ტყუილებით თავგზას უბნევს გარშემო მყოფთ. მაგრამ ბუნებით კეთილი და გონიერი ბავშვი მალე თვითონვე ხვდება, რომ უსიამოვნებებს აყენებს ყველას და პირობას სდებს, რომ სამაგალითო მოსწავლე გახდება.