17 თებერვლამდე უნდა მოასწროთ, ასეთი შანსი ხშირად არ მოდის... - ეზოტერიკოსის რჩევა
1771188104
მსახიობი ლიზა ლორინგი, რომელიც სერიალში „ადამსების ოჯახი“ უენსდეის როლს ასრულებდა, 64 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ Variety წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მსახიობის გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა.
ლორინგმა კინოკარიერა 3 წლიდან დაიწყო. ის პირველი მსახიობია, ვინც ლეგენდარული უენსდეი განასახიერა. როდესაც „ადამსების ოჯახის“ პირველი ადაპტაციის გადაღებები დაიწყო ის მხოლოდ 6 წლის იყო. სერიალი ეკრანებზე 1964-1966 წლებში გადიოდა.
„ადამსების ოჯახის“ შემდეგ ლორინგმა კიდევ რამდენიმე სერიალში მონაწილეობდა, შემდეგ კი ვიზაჟისტად მუშაობდა.