1691045330
ეროვნული კინოცენტრი ქართველი მსახიობების შესახებ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმში „ჩემი ოთახი” შესრულებული როლისთვის, საუკეთესო მსახიობი ქალის მთავარი პრიზი ორ ქართველ მსახიობს, თაკი მუმლაძეს და მარიამ ხუნდაძეს გადაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
„მორიგი ქართული წარმატება კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე. იოსებ (სოსო) ბლიაძის ფილმში “ჩემი ოთახი” შესრულებული როლისთვის საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო გადაეცათ თაკი მუმლაძესა და მარიამ ხუნდაძეს.
ქართველი მსახიობები კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე ბენისიო დელ ტორომ დააჯილდოვა.
ეროვნული კინოცენტრი ულოცავს ქართველ კინემატოგრაფისტებს ამ საერთაშორისო აღიარებას!”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.