19 თებერვალს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი პოეტ თინათინ მღვდლიაშვილის საღამოს უმასპინძლებს

კჰ

19 თებერვალს, 19:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი ცნობილი და ყველასთვის საყვარელი პოეტის თინათინ მღვდლიაშვილის საღამოს უმასპინძლებს. 

პოეტი ქართული ესტრადის გამორჩეულ ვარსკვლავებთან ერთად, საზოგადოებას წარუდგენს იმ უკვდავ შემოქმედებას, რომელმაც ათწლეულებს გაუძლო.

საღამოზე აჟღერდება სულის შემძვრელი ჰანგები, რომლებიც თითოეული ქართველის გულში პატრიოტულ მუხტსა და ეროვნულ სიამაყეს აღვიძებს.

თინათინ მღვდლიაშვილის შემოქმდებას მიეკუთვნება ცნობილი შედევრები: „ქართველები არ კვდებიან“, „ხმალი ავლესოთ, ქართველებო!“, „აღმაშენებელი თბილისში მობრძანდება“, „დადეთ იარაღი, ბიჭებო!“, „მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო“ და მრავალი სხვა.