ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის შემოდგომაზე ფინანსური წარმატება ელით
1786903019
ტყიბულში ახალგაზრდა კაცი დანით დაჩეხეს. მოკლულია 35 წლის მამაკაცი. ახალგაზრდის მკვლელობის საქმეში, წინასწარი ვერსიით, ბიძაშვილის შვილი და ნათლული ფიგურირებენ. ჭრილობები დანითაა მიყენებული. სისხლიანი გარჩევა სოფელ გელათში მოხდა.
თანასოფლელებს შორის დაპირისპირებაში 11 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე დაუდგენელია.
პოლიციამ გამოძიება განხრახ მკვლელობის საქმეზე დაიწყო. დაღუპული მინდია მაწკეპლაძეა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი და გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს.