მარტვილელი ბებო, რომელიც მანქანების სიყვარულით იყო ცნობილი და ბევრმა სწორედ ამით გაიცნო, გარდაიცვალა
1781342801
ორმა მოქალაქემ სტამბოლში მდებარე ერთ-ერთი ბანკიდან ორი ტომარა ფული მოიპარა, რომელიც ბანკში დახლს უკან იდო.
ბანკის თანამშრომლებმა ქურდობის შესახებ საათნახევარში მიხვდნენ. ერთ-ერთი დამნაშავე იატაკზე გაცოცდა და ქვედა სივრციდან იმ განყოფილებაში გადავიდა, სადაც დახლები იყო.
მძარცველი მოპარული თანხით მეგობართან მივიდა, რომელიც მას ფილიალში ელოდა. ისინი ტერიტორიიდან საკუთარი მანქანით გაიქცნენ.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ქურდობაში ეჭვმიტანილი კოლუმბიის მოქალაქეები ქვეყნის დატოვებას და საქართველოში გამოქცევას ცდილობდნენ. ორივე ბრალდებული სარფის საზღვართან დააკავეს.
ეჭვმიტანილებს 23 120 ევრო, 54 550 დოლარი, 2 560 ფუნტი, 131 ათასი ლირა და 557 კოლუმბიური პესო აღმოაჩნდათ.