ვნების შვიდეული დაიწყო - რა უნდა იცოდეს მორწმუნე ადამიანმა ამ დღეების შესახებ
1775413908
უკრაინის ეროვნული პოლიციის სტრატეგიული გამოძიების დეპარტამენტმა ოდესაში ქართველი კრიმინალური „ავტორიტეტი“ ტრისტან ქარელიძე დააკავა. 34 წლის ქარელიძე „კანონიერი ქურდის“, რევაზ ქათამაძის, იგივე „რეზო მაღალოს“ ახლო ნათესავია.
ქარელიძე ოდესაში სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. ვარაუდობენ, რომ ის დაკავშირებულია რუსეთში ორგანიზებულ დანაშაულთან, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს რეგიონში არსებულ საომარ ვითარებაზე. მტერთან შესაძლო თანამშრომლობაში მხილებული ქართველი კრიმინალური „ავტორიტეტი“ უკრაინამ მოლდოვის რესპუბლიკაში გააძევა.