მარიამ შენგელია მიმართვას ავრცელებს
1747392996
ცეცხლმოკიდებულ სახლში ორი მოზარდი და ძაღლი გარდაცვლილები იპოვეს. პოლიცია ფიქრობს, რომ ბავშვების მამამ ცეცხლი სახლში განზრახ გააჩინა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა აშშ-ში მოხდა. პოლიციის ცნობით, მსხვერპლები, 13 წლის ბენტლი ფილდსი და 15 წლის რაილან ფილდსი არიან. გარდაცვლილები შინაურ ძაღლთან ერთად იპოვეს.
43 წლის დასტინ ფილდსი ხუთშაბათს დააკავეს და ბრალდება წაუყენეს.
პოლიციის თქმით, ფილდსი ადგილზე არ იმყოფებოდა, როდესაც ოფიცრები მივიდნენ, თუმცა რამდენიმე წუთში გამოჩნდა.
მამაკაცმა პოლიციას ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიაწოდა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა პოლიციამ მისი დაკავება.
როგორც ამბობენ, მან მოსამართლეს სთხოვა, შეიძლებოდა თუ არა დროებით გათავისუფლება შვილების დაკრძალვაზე დასასწრებად, თუმცა ნებართვა არ მისცეს. მან მოსამართლეს უთხრა: „მენატრება ჩემი ბიჭები“.
პოლიციის თქმით, გამოძიების გაგრძელების პარალელურად, დამატებითი ბრალდებებს კვლავ წაუყენებენ.