17 თებერვალს „ჩინური ახალი წელი“ დგება - წესები, რომელიც უნდა იცოდეთ
1771095331
რუსთავში, იპოდრომიდან ცხენები მოიპარეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ინფო რუსთავი" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საცხენოსნო სკოლიდან, რომელიც მდებარეობს მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარედ, სამმა მამაკაცმა 4 ცხენი მოიპარა.
ცხენების ქურდობის ფაქტზე მალევე დაიწყო გამოძიება.
რუსთავის პოლიციამ ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.