17 თებერვლამდე უნდა მოასწროთ, ასეთი შანსი ხშირად არ მოდის... - ეზოტერიკოსის რჩევა
1771188104
საქართველოს პროკურატურამ დმანისის მუნიციპალიტეტში ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 იანვარს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაბულახში ბრალდებულმა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს დანით ჭრილობა მიაყენა.
მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე გარდაიცვალა.