ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
ადევნებისა და თვალთვალის ფაქტი რუსთავში დაფიქსირდა. „ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, XVII მიკრორაიონში, ერთ-ერთი მაღაზიიდან 40 წლამდე მამაკაცი, არასრულწლოვან გოგონას აედევნა. გოგონამ მამაკაცის თვალთვალი შეამჩნია, ნაბიჯს აუჩქარა და ლიფტში შეასწრო, ლიფტიდან კი ბინაში დროულად შევიდა.
არსებული ინფორმაციით იმ დღეს მამაკაცი გოგონას ბინის კართან რამდენიმე წუთი უცდიდა. შემთხვევა დღის საათებში მოხდა. მეორე დღეს კი სკოლაში წასვლამდე სადარბაზოსთან ელოდა. ფაქტის შესახებ მოზარდმა პოლიციას აცნობა. გავრცელებული ცნობით მამაკაცი უკვე დააკავეს.