საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
1788684420
ბოლნისში, სტადიონზე ორ მამაკაცს შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება, მკვლელობით დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია ახალგაზრდა კაცი.
მამაკაცს, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი ესროლეს.
როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, დავით რეხვიაშვილი უმძიმეს მდგომარეობაში იპოვეს. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი ჭრილობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.