ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და პირველი მოადგილე თამარ გაბუნია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) დირექტორს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ფლორენს ბაუერს შეხვდნენ. მხარეებმა მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო საჭიროებებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა დაბერების პოლიტიკის თემაზე მუშაობის აუცილებლობას, ასევე ყურადღება გამახვილდა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე.
შეხვედრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული კომიტეტის სხდომის ფარგლებში გაიმართა.
ჯანდაცვის მინისტრი თელავივში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რიგით 72-ე სესიაში იღებს მონაწილეობას.