თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
1788637905
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე ერთ-ერთი კვლევის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ გრძელვადიანი კოვიდის რისკის ქვეშ ჭარბწონიანი ადამიანები უფრო არიან. ამიტომ ფხაკაძე ყველას ურჩევს, დაიკლონ წონაში.
„ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ გრძელი კოვიდის ერთ-ერთი რისკფაქტორი არის პუტკუნა გოგოები. ჩემო უსაყვარლესო გოგოებო, ზედმეტი კილოები ჩამოყარეთ, იმიტომ რომ გრძელი კოვიდის შემთხვევაში თქვენ უფრო ხართ რისკის ქვეშ, ვინც ხართ ჭარბწონიანები. გოგოებო, ყველამ დავიწყოთ წონაში დაკლება. ამოიღეთ ორი რაღაც. შაქარი და პური. დანარჩენი რაც გინდა ის ჭამეთ“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.