თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
1788637905
ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით, კომპიუტერული ტომოგრაფიის თვითნებური და ხშირი გაკეთება უარეს შედეგებამდე მიგვიყვანს.
„კოვიდინფიცირებულებში „კატეს“ გაკეთება ძალიან იშვიათადაა საჭირო, ჩვენ წინ კიდევ ერთი „პანდემია“ გვექნება, კომპიუტერული ტომოგრაფიის მავნე შედეგებით გამოწვეული. კოვიდინფიცირებულებში კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩვენება არის ძალიან იშვიათად. ფილტვის დაზიანების ქულა საერთოდ არ ნიშნავს ანტიბიოტიკის ჩვენებას, იმიტომ, რომ ესეც არის ვირუსით გამოწვეული დაზიანება და არა ბაქტერიით“, - განმარტა მაია ბუწაშვილმა „იმედის დღეში“.