უებარი რეცეპტი დედა ელისაბედისგან - ძლიერი იმუნიტეტი და დაცვა ალცჰაიმერისგან
1777410699
ანტიჰისტამინური და ანტიფსიქიკური პრეპარატები შესაძლოა დემენციის განვითარების რისკს ზრდიდეს. ამის შესახებ წერს გაზეთი The New York Times.
სტატიაში დასახელებულია რამდენიმე პრეპარატი, რომლებიც შეიძლება უარყოფითად მოქმედებდეს ტვინის ჯანმრთელობაზე. მათ შორისაა ანტიჰისტამინური საშუალებები, რომლებიც ბლოკავენ აცეტილქოლინის, ნეიროქიმიური ნივთიერების აქტივობას, რომელიც მნიშვნელოვანია ყურადღებისა და მეხსიერებისთვის. ვაშინგტონის უნივერსიტეტის ფარმაცევტული სკოლის პროფესორის, შელი გრეის თქმით, ყველაზე მაღალი რისკი აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ პრეპარატებს რეგულარულად, რამდენიმე წლის განმავლობაში იღებენ.
ასევე, ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ ანტიფსიქიკური საშუალებები დაკავშირებულია დემენციის განვითარების გაზრდილ რისკთან. თუმცა, თუ ისინი ექიმების მიერ ინიშნება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა შიზოფრენია, ამ პრეპარატების მიღება აუცილებელია. გარდა ამისა, ფსიქიკური აშლილობების სამკურნალო პრეპარატები, ბენზოდიაზეპინები, ასევე ზრდის დეგენერაციული დაავადებების რისკს. თუმცა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის ფარმაცევტული და სამედიცინო ეკონომიკის პროფესორმა, ჯეფრი ჯოისმა, ამ კავშირების შეფასებისას აღნიშნა, რომ საჭიროა დამატებითი კვლევები, რათა საბოლოოდ დადასტურდეს ეს კავშირი.
სტატიაში ცალკეა გამოყოფილი პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, მაგალითად, ომეპრაზოლი, იმ პრეპარატების ჯგუფად, რომლებზეც არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემები. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ისინი დემენციის განვითარების რისკს ზრდიან.