უებარი რეცეპტი დედა ელისაბედისგან - ძლიერი იმუნიტეტი და დაცვა ალცჰაიმერისგან
1777410699
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე და აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი, თეიმურაზ კახიძე, არაფორმალური განათლების აღიარების პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო დიპლომებისა და სერთიფიკატების გადაცემის ღონისძიებას დაესწრნენ.
სამუშაოს 20 მაძიებელს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გადასცა. კურსდამთავრებულებმა თეორიული და პრაქტიკული სწავლება კოლეჯში ,,ბლექსი" აჭარის დასაქმების სააგნეტოს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გაიარეს.
შეხვედრაზე იმსჯელეს სფეროში არსებულ მიღწევებსა და პერსპექტივებზე. დაჯილდოვდნენ არაფორმალური განათლების აღიარების კომისიის წევრები და ექსპერტები, ხოლო მადლობის სიგელით დაჯილდოვდა აჭარის დასაქმების სააგენტო.
პროგრამა მიზნად ისახავს ფორმალური განათლების მიღმა შეძენილი ცოდნისა და უნარების ოფიციალურ აღიარებას. პროგრამით დღემდე 345-მდე სერტიფიკატი და 10 დიპლომი გაიცა, რაც 80 სამუშაო მაძიებელს კარიერულ წინსვლას შეუწყობს ხელს.