„ამ საკვების მიღება მინიმუმამდე უნდა შევამციროთ!“ - ექიმის გაფრთხილება

ზეთი

ექიმი ირმა უკლება საუბრობს საკვებზე, რომელიც სიმსივნის გაჩენის რისკს მკვეთრად ზრდის.

„სიმსივნური პროცესები საქართველოში და მსოფლიოში საგრძნობლად იზრდება, გაახალგაზრდავდა კიდეც. ამას წინ უძღვის სხვადასხვა ანთებითი პროცესი, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს საკვებით. ჩვენს ყოველდღიურ რაციონში შედის პურ-ფუნთუშეული, წვნიანები და ა.შ. ეს იწვევს ანთებით პროცესებს და უფრო მავნეა, ვიდრე შაქარი, ზეთში შემწვარი ფრი, ქათმის ან ნებისმიერი ხორცი. ასევე, გაზიანი სასმელი - ესენი ამ ყველაფერთან უცოდველად გამოიყურება. იმიტომ, რომ ეს პროდუქტი მცენარეული ზეთია, ეს მცენარე სიმინდი, სოიო და მზესუმზირა შეიძლება იყოს, რომელიც ისეთი პროდუქტისგან მზადდება, რომ თავიდან როგორც საკვებად გამოსაყენებელი კი არა, მრეწველობაში აპარატების შესაზელად. წარმოიდგინეთ, რას იწვევს ჩვენს ორგანიზმში, შიგნიდან „ჟანგავს“. აქედან გამომდინარე, მას მავნე რადიკალების წარმოქმნა ახასიათებს, ოქსიდაციული სტრესის გამო. შიგნიდან ნელ-ნელა „დაჟანგვა“ ანთებითი პროცესების ტოლფასია, რომელიც ისე გადააგვარებს ქსოვილებსა და უჯრედებს, რომ სიმსივნეებს თავისუფლად იწვევს. ასე რომ, ზეთი ამოვიღოთ ჩვენს რაციონიდან, ან შეიძლება გამოვიყენოთ უსაფრთხო ზეთი - თქვენ აირჩიეთ, იცით კარგად, რომელიც...

ასევე, ეცადეთ და საკვების მომზადების წესიც შეცვალეთ. უკვე საგანგაშო კვლევები იდება, რომ ეს ზეთები ონკოლოგიაში წამყვანია. გავითვალისწინოთ და ვიყოთ ჯანმრთელად“, - ამბობს ექიმი.