რა უთხრა მამა გაბრიელმა ბერი ნიკოლოზის მშობლებს

მამა გაბრიელი

სოციალურ ქსელში ვრცელდება ჩანაწერი მამა გაბრიელისა და მდუმარე ნიკოლოზის მშობლების შესახებ:

როგორც პოსტში ვკითხულობთ, მამა ნიკოლოზს ბავშვობიდანვე ზრდიდა მამა გაბრიელი რასაც ნარიმანის ნათესავები და ახლობლები ახლა ხშირად იხსენებენ.

,,მამა გაბრიელმა მამა ნიკოლოზის მშობლებს უთხრა: „თქვენ ვერც კი ხვდებით როგორი შვილი გყავთ. მალე ისეთი დრო მოვა თქვენ შვილთან უამრავი ხალხი მოინდომებს მოსვლას და მუხლის მოყრას, მაგრამ მასთან ახლოს მისვლა და ხელზე მთხვევა ძალიან ძნელი იქნება.

ნიკოლოზი თავისი სულიერებით იმ სიმაღლემდე ააღწევს, რომ მის სიტყვას დაემორჩილება ქვეყნიერება!"

დედის ქალბატონი რუსუდანის მოგონებებიდან: ,,ტიმოთეს უბანში, ეკლესიის შესასვლელში უყვარდა მისვლა და იქ მარტო ჯდომა. ჩვენთან ერთი წვერებიანი ახალგაზრდა მათხოვარი მოდიოდა და ნარიმანს სულ რაღაცეებს ასწავლიდა. ერთხელაც მოკიდა ხელი და მიჰყავდა. გამოვეკიდე და ვუთხარი სად მიგყავს-თქო. ასე მიპასუხა: რას ნერვიულობ, გავა დრო და ეს მაინც ჩემთან მოვაო. ეს იყო მამა გაბრიელი“.