ვლადიმერ ბოჟაძე: ყველა უნივერსიტეტში, საბაკალავრო დონეზე, ქართული ენის სწავლება იქნება სავალდებულო. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ენის დაცვაზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება

ვლადიმერ ბოჟაძე

ყველა უნივერსიტეტში, საბაკალავრო დონეზე, ქართული ენის სწავლება იქნება სავალდებულო, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.

მისი თქმით, როდესაც ადამიანს უნდა, რომ ჰქონდეს უმაღლესი განათლება, მას უნდა ჰქონდეს ქართული ენის უმაღლესი დონის ცოდნა.

„რა თქმა უნდა, სასკოლო პროგრამა ამისათვის საკმარისია, როდესაც ისინი აბარებენ ეროვნულ გამოცდებს, თუმცა როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ენის დაცვაზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

იმედს ვიტოვებთ, რომ ამას განსაკუთრებული შედეგები მოჰყვება“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.