სასიხარულო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს
1784317315
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხვის პირობები გააცნეს.
პირობების შესახებ, სტუდენტებს ეროვნული გვარდიის თელავის მეოცე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ვიცე-პოლკოვნიკი, ლაშა ბუსხრიკიძე ესაუბრა.
ეროვნული გვარდიის წარმომადგენელმა, რეზერვის მნიშვნელობასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე ილაპარაკა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ტერიტორიულ რეზერვში 18-დან 51 წლამდე, მათ შორის, 18-დან 22 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები მიიღებიან, რომლებსაც 4 წლიანი კონტრაქტი უფორმდებათ. საბრძოლო მომზადება წელიწადში 45 დღემდე პერიოდს მოიცავს, რომელიც 12 თვეზე თანაბრად ნაწილდება.