„10 დღის წინ ქორწილი ჰქონდა...“ - რა ვიცით ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის შესახებ
1751540637
გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოცდების პროცესის დაწყების პირველ მონაცემებს აქვეყნებს. ცენტრის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 93%-ზე გამოსაცდელი.
„ერთიანი ეროვნული გამოცდები 2025 დაიწყო!
დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 93%-ზე მეტი გამოსაცდელი.
ამ დროის მონაცემებით დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა.
მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.