ალექსანდრე წულაძე საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

წულაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ ჩვენს მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებს, სკოლების თანამშრომლებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებსა და მთელ საქართველოს.

ქრისტიანული სამყაროსთვის ეს დღე ბოროტებაზე რწმენის გამარჯვების სიმბოლოა და მჯერა, რომ ის კიდევ უფრო მეტ სიკეთესა და კეთილდღეობას მოგვიტანს.

ყველას ვუსურვებ მხნეობასა და სულიერ სიმტკიცეს, ჩვენს ქვეყანას კი – ერთობასა და მშვიდობას!“ – ნათქვამია მინისტრის მილოცვაში.