"პირველებმა ჩემგან უნდა გაიგოთ..." - ნიკოლოზ ქართველი და სალომე უშხავნი დაშორდნენ
1753788663
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 197 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთა 35.5 პროცენტი თბილისში იყო განთავსებული, ხოლო 17.3 პროცენტი – იმერეთის, 12.2 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის, 11.7 პროცენტი – კახეთის, 7.1 პროცენტი – ქვემო ქართლის, 5.1 პროცენტი – აჭარის, 4.6 პროცენტი – შიდა ქართლის, 2.0 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის, 2.0 პროცენტი – სამცხე-ჯავახეთის, 1.5 პროცენტი – გურიის და 1.0 პროცენტი – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონებში.
საქსტატის ცნობით, ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა იყო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის წილად მოდიოდა 2024 წელს მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების საერთო რაოდენობის 75.1 პროცენტი, ხოლო ინდივიდუალური მეწარმეების წილად მოდიოდა 21.8 პროცენტი. დანარჩენი ბაზრები და ბაზრობები საქმიანობდნენ ან სააქციო საზოგადოების (2.1 პროცენტი) ან კოოპერატივის (1.0 პროცენტი) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.
ამასთან, უწყების ანგარიშით, 2024 წელს მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების 95.9 პროცენტი კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 4.1 პროცენტი – სახელმწიფო საკუთრებაში. 2024 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრები და ბაზრობები განთავსებული იყო 2.0 მილიონ კვ. მეტრ ფართობზე, მათ გააჩნდათ 61 ვეტსანექსპერტიზის ლაბორატორია, 22.1 ათასი კვ. მეტრი ჯამური ფართობის 1059 შემნახველი საკანი, იგივე საწყობი და 0.8 ათასი ტონა ტევადობის 366 მაცივარი.
2024 წელს მოქმედი ბაზრობების 36.1 პროცენტი გადახურული იყო, ანუ ვაჭრობა შენობაში მიმდინარეობდა, 34.5 პროცენტი იყო ღია ტიპის, ხოლო 29.4 პროცენტი იყო ნახევრადგადახურული, ანუ ვაჭრობა მიმდინარეობდა შენობაშიც და შენობის გარეთაც.
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე პირების მიერ ხორციელდებოდა როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო საქონლით ვაჭრობა. ბაზრებისა და ბაზრობების 31.0 პროცენტში ვაჭრობა მიმდინარეობდა მხოლოდ არასასურსათო საქონლით, ერთ ბაზრობაზე – მხოლოდ სასურსათო საქონლით, სამი ბაზრობის ტერიტორიაზე – ავტომობილებითაც, ხოლო სამ ბაზარში იყიდება მხოლოდ ფრინველი და პირუტყვი.
საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე იყო 47.4 ათასი სავაჭრო ადგილი, სადაც მოვაჭრეთა საშუალო დღიურმა რაოდენობამ 36.5 ათასი კაცი შეადგინა.
2024 წელს ბაზრობების დირექციებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 2.7 ათას კაცს შეადგენდა, რომელთაგან 32.4 პროცენტი იყო ქალი. ამასთან, დასაქმებულთა 46.9 პროცენტი მოდიოდა ქალაქ თბილისზე.
ამასთან, 2024 წელს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების შემოსავლებმა 194.4 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 12.0 მილიონი ლარი ვაჭრობის უფლების გაცემიდან (ერთჯერადი გადასახდელის სახით) მიღებული შემოსავალი იყო, 167.6 მილიონი ლარი – სავაჭრო ფართის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი, ხოლო 14.8 მლნ ლარი – სხვა შემოსავალი. ამავე პერიოდში ბაზრებისა და ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დანახარჯებმა 115.2 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც დასაქმებულ პერსონალზე გაცემული შრომის ანაზღაურება იყო 48.7 მილიონი ლარი.