1751921238
რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები შემცირებას განაგრძობს, ევროკავშირიდან და აშშ-დან კი, კვლავ გაიზარდა - ეროვნული ბანკი

მაისში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად 11.6%-ით, 317.4 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა – 16.8%-ით, 35.2 მლნ აშშ დოლარამდე, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.
ეროვნული ბანკის ცნობით, ზრდაში წამყვანი კონტრიბუცია ევროკავშირიდან მიღებულმა ფულადმა გზავნილებმა შეიტანა წლიური 16.0%-იანი ზრდით, 25.2%-ით ზრდას განაგრძობდა აშშ-დან მიღებული გზავნილები.
„რუსეთის უარყოფითი კონტრიბუცია შემცირებას განაგრძობს და მაისში -1.6 პროცენტულ პუნქტს გაუტოლდა. მაისში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (44.1%), აშშ (18.6%) და რუსეთი (13.8%) წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის (16.6%), გერმანიის (8.6%) და საბერძნეთისა (7.9%) მაღალი წილი“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.