„ჯარიმა ამ შემთხვევაში 5000 ლარია“ - გადაწყვეტილება რომელიც უნდა იცოდეთ
1754401558
2025 წლის ორი კვარტლის საპრივატიზაციო გეგმა გადაჭარბებით, 136.13%-ით შესრულდა. შედეგად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში 126 332 000 ლარის მობილიზება მოხდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო ენუქიძის შეფასებით, სახელმწიფო ქონების აქტიური პრივატიზაციის პროცესის ასეთი წარმატებული მიმდინარეობა ამ სექტორში განხორციელებული სწორი პოლიტიკის და მუშაობის შედეგია - იანვარ-ივნისის პერიოდში გაყიდულმა მოძრავი ქონების ჯამურმა ღირებულებამ 6 189 160 ლარი შეადგინა.
„წელს ორი კვარტლის საპრივატიზებო გეგმა 92 800 000 ლარს შეადგენდა, თუმცა, ამ პერიოდში, 463 ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა და რეალიზებულ-პრივატიზებულ იქნა 300-მდე უძრავი ქონება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ქონების ეროვნული სააგენტო ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას სახელმწიფო ქონების პრივატიზების კუთხით, ინვესტორების მოზიდვის მიზნით. ეს თავის მხრივ, ბიზნესისთვის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდისთვის კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განაგრძობს ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს. სააგენტოს მხრიდან კერძო სექტორისადმი პროაქტიურად ხდება სხვადასხვა სახის აქტივების შეთავაზება. ამასთან, რაც მნიშვნელოვანია, პრივატიზაციის პროცესი ბიუროკრატიული შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს - ის სრულად ელექტრონულია.
ნინო ენუქიძე ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფო ქონების აუქციონების არსებული სისტემა მაქსიმალურადაა კერძო სექტორზე მორგებული და სრულად ითვალისწინებს ბიზნესის თუ კერძო პირების ინტერესს, რომ რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად მიიღონ შესაბამისი სერვისი.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლომდე პროცესი წარმატებით წარიმართება და მთელი წლის საპრივატიზაციო გეგმაც გადაჭარბებით შესრულდება“, - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.