მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
გეოლოგი, თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს. ისტორია, რომელსაც თეა საზოგადოებას უყვება, მას თავად გადახდა.
„რადიატორმა წყალი გაუშვა ალიაქოთი მაქვს სახლში უცებ რეკავს ტელეფონი: საგანგებო სიტუაციებია! სისხლი გამეყინა! ვიფიქრე, სადღაც რაღაც მოხდა და მყისიერად საბრძოლო მზადყოფნაში მოვედი. უმალ ვუპასუხე ზარს:
-გისმენთ! მოხდა რამე?!
-ქალბატონო თეა, თევზის გამყიდველმა დაგვირეკა. თქვენმა თანამშრომელმა თევზი იყიდა და მიწისძვრის მორიგის ტელეფონი დახლზე დარჩა
არ არსებობს ქართველზე უფრო თბილი და ტკბილი ხალხი. ამ ფეისბუკს ყურადღებას ნუ აქცევთ. “სულელები და ნაძირლები” ყველგანაა და თან ბლომად!“,- წერს თეა გოდოლაძე.