17 თებერვლამდე უნდა მოასწროთ, ასეთი შანსი ხშირად არ მოდის... - ეზოტერიკოსის რჩევა
1771188104
მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა დღეს 40 წლის გახდებოდა.
გარდაცვლილი ძმის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს გიორგის და, მომღერალი ელენე ფოჩხუა, რომელიც აღნიშნულ სტატუსს ძმის ფოტოებსა და ვიდეოს ურთავს:
„დღეს შენი დაბადების დღეა! სულ ახალ ფოტოს ვეძებ, რომ დავდო და ხომ ვიცი, ახალი ფოტო რომ არ არსებობს. სანამ ცოცხალი ვარ, სულ ასე ვიტყვი, რომ გიოს გაუმარჯოს! მიყვარხარ“, – წერს ელენე ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა, 2012 წლის 13 ივლისს, ანაკლიაში გარდაცვლილი იპოვეს. გიორგი ფჩხუა მაყურებელმა „რუსთავი 2“-ის პროექტებიდან – „ჯეობარიდან“ და „ვარსკვლავების აკადემიიდან“ გაიცნო. გიორგი ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის დასის წევრი იყო.