„სახლის ხმები, რომლებიც მერამდენე წელია მაღვიძებს...“ - გივიკო დიდია ოჯახზე წერს

გივიკო დიდია

ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში გულახდილ და ემოციურ ჩანახატს აქვეყნებს, სადაც ოჯახურ სითბოსა და იმ წვრილმანებზე საუბრობს, რაც მას ყოველდღიურად ბედნიერებას ანიჭებს.

ბლოგერის თქმით, დილის „სახლის ხმები“ - დედის მოფერება, სამზარეულოდან მოსული საუზმის სუნი თუ ბებიის საყვარელი სერიალები - ის უდიდესი დასაყრდენია, რაც ყოველდღიური სირთულეების გადალახვაში ეხმარება და ცხოვრებას აზრს სძენს:

„დილით სახლის ხმები მაღვიძებს .

სახლის ხმები როგორია იცით ?

ფეხის ხმა რომ გესმის და იცი დედამ

ჩაიარა , ბებიამ თუ ძმამ .

სამზარეულოდან ხმები რომ მოდის და

დარწმუნებული ხარ გემრიელ საუზმეს გიმზადებენ .

კარების ხმით რომ ხვდები , ვინ გამოვიდა ოთახიდან .

ონკანის ხმა რომ გესმის და ზუსტად იცი ვინაა სააბაზანოში ))

ტელევიზორი რომ ხმაურობს და

ხვდები “ ბებიე თურქულ სერიალებს უყურებს “

დილები - დაჩის ღუღუნით დაწყებული . ოთახში დედა რომ შემოდის და ფრთხილად მეფერება .

ყურში ჩამჩურჩულებს გივიკონა მიყვარხარ .

ხო ესაა სახლის ხმები და უკვე მერამდენე წელია მაღვიძებს .

მერე ვახელ თვალს , ვხვდები რომ ჭერი

ჩემი სახლის თავის ბინადრებთან ერთად , ყველაზე დიდი ბედნიერებაა .

ალბათ ყველა თქვენგანი თქვენს ცნობიერებაში აყალიბებთ თქვენი ბედნიერებისთვის დამახასიათებელ გარემოებებს , ამიტომაც ბედნიერებას ყველა ისე აღვიქვამთ როგორი წარმოსახვის უნარიც გვაქვს .

ჩემი ბედნიერება კი ასეთ წვრილმანებშია .

მიუხედავად ყველაფრისა , ყოველდღიური სირთულეებისა ,

როცა ვიღაც ან რაღაც გაძლიერებს , ყოველ დილას - დღეს გილამაზებს და გრძნობ რომ ბედნიერი ხარ“,-წერს გივიკო დიდია. 

✕