სალომე გოგიაშვილისა და ლიკა შენგელიას კონფლიქტის შემდეგ, შენგელიას ექს მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1759829249
ჟურნალისტი ნანა აკობიძე სოციალურ ქსელში უსაყვარლესი, 82 წლის ავრორას შესახებ წერს, რომელიც მეგობრის მოსანახულებლად მიდიოდა.
„კოპლებიანი გოგო გავიცანი ქუჩაში - დაქალთან მიდიოდა: საწოლიდან არ დგება და უნდა ვეჩხუბოო.
ცხელი შოთი მიჰქონდა და მოსაკითხი მწვანე ჩანთით.
„არადა, ჩემხელაა, რა დროს მაგის ჩაწოლაა. არაფერი არ აწუხებს, უბრალოდ, ჩაწვა და აღარ დგებაო".
ვიარეთ ასე ლაპარაკ-ლაპარაკით მისი დაქალის სადარბაზომდე.
რა ქნა ნეტა: ეჩხუბა? ააყენა??
მომინდა, მე ვყოფილიყავი ის ჩაწოლილი დაქალი და ასე, ცხელი შოთით და ნაჭრის ჩანთაში ჩაწყობილი მოსაკითხით დამდგომდა თავზე ჩემი კოპლიანი ლამაზი მეგობარი.
მისი ხათრით ავდგებოდი. ულამაზესი გოგო, სახელად ავრორა. 82-ის.
ექიმობა მინდოდა, მარა კიდე კარგი, არ გამოვედიო. რამდენ ავადმყოფს ვერ მოვარჩენდი და ვივლიდი სულ ნერვებმოშლილიო“,- წერს ნანა აკობაძე.