თებერვალში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 17.1%-ით გაიზარდა და 295.32 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

ფულადი გზავნილი

2026 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ  295.32 მლნ აშშ დოლარი ( 792.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 17.1 % -ით (43.0  მლნ აშშ დოლარით) მეტია 2025  წლის  ანალოგიურ მაჩვენებელზე. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ თებერვალში გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44.9%-ს შეადგენს, შესაბამისი 132.5 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 19.7%-ს შეადგენს. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.  ამასთან, აშშ-დან და ისრაელიდან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. კერძოდ, თებერვალში აშშ-დან 14.8%-იანი, ხოლო ისრაელიდან 16.7%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა. ხოლო, მოცულობამ, შესაბამისად,  54.3 და 25.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2026 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.0 მლნ აშშ დოლარი (88.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2025 წლის თებერვლის (28.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 14.8% მეტია.