შეცდომა, რომელსაც მორწმუნეები აღდგომის ღამეს უშვებენ - ღვთის მსახურის განმარტება
1775592664
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,თბილისის აეროპორტის“გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,მეფედრონის“ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
საბაჟო კონტროლის ფარგლებში, პოლონეთის რესპუბლიკიდან გამოგზავნილი საფოსტო გზავნილის რენტგენო ინსპექტირების სისტემით დათვალიერების შედეგად, საკვები დანამატებისთვის განკუთვნილ ექვს პლასტმასის ჰერმეტულ ქილაში 6 კილოგრამამდე "მეფედრონის" მალულად შემოტანის ფაქტი გამოვლინდა.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.