17 თებერვლამდე უნდა მოასწროთ, ასეთი შანსი ხშირად არ მოდის... - ეზოტერიკოსის რჩევა
1771188104
ისრაელის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე IMTM 2026 მონაწილეობის პარალელურად, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, თელ-ავივში, ისრაელის 60 ტურისტული კომპანიისთვის პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიების ფარგლებში, ქართველ და ისრაელელ ტუროპერატორებსა და სასტუმროების წარმომადგენლებს შორის B2B შეხვედრა შედგა.
საუბარი შეეხო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავებას. ღონისძიების მიზანია ისრაელიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა.
ისრაელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია. ისრაელი საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორთა ტოპ ათეულში შედის. საქართველოს ქალაქებსა და თელ-ავივს შორის რეგულარული ფრენები სრულდება.