შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

თელასი

„თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 26 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება გლდანის რაიონში.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანი-2 დასახლების, მუხიანის აგარაკების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ) და ქერჩის ქუჩის მოსახლეობას. 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.