ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
მძიმე ღამის შემდეგ რუსთაველზე სიმშვიდეა. ქალაქის მთავარ გამზირზე აღდგენილია ტრანსპორტის მოძრაობა. ტერიტორია შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა უკვე დაასუფთავეს. პარალელურად, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ცოტა ხნის, წინ მუშაობდნენ ექსპერტები.
ტერიტორიაზე, სადაც ღამის განმავლობაში არაერთი დაპირისპირება მოხდა - სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებულებები შეაგროვეს. მათ შორის, იმ ავტომანქანებიდანაც, რომლებიც დაზიანებულია. ადგილი შემოსაზღვრული იყო ყვითელი ლენტით.
დასუფთავების მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოს მინები ჯერ კიდევ ჩამსხვრეულია, კედლებს კი ხანძრის კვალი ამჩნევია.