1745440671
აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 20 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს.
„19 აპრილის 23:00 საათიდან 20 აპრილის 04:00 საათამდე მიწისქვეშა ავტოტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება“, - აცხადებენ მერიაში.